ირაკლი ნადირაძე – დავით ნარმანია და თბილისის მერია კორუფციაში ეფლობიან

news
: news თებერვალი 4, 2015 12:52

ირაკლი ნადირაძე – დავით ნარმანია და თბილისის მერია კორუფციაში ეფლობიან

მნიშვნელოვანი

  • 2015 წელს თბილისში კვლავ გაგრძელდება მთავრობის უნიათო პოლიტიკა, კორუფცია და უქნარობა, - განაცხადა თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ.

სხვა სტატიები

2015 წელს თბილისში კვლავ გაგრძელდება მთავრობის უნიათო პოლიტიკა, კორუფცია და უქნარობა, – განაცხადა თბილისის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ.

“ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი და პასუხი იმაზე, თუ როგორ და რა ტემპებით მუშაობს დავით ნარმანია, არის მერიის მიერ ტენდერის გზით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა. იმისათვის, რომ 2015 წელს სამუშაოების წარმოების ტემპი იყოს მაღალი, როგორც ამას ნარმანია ჰპირდება მოსახლეობას, ამისათვის თბილისის მთავრობას გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულებები. მაგალითისთვის გვინდა მოვიყვანოთ მცირე სტატისტიკა. 2013 წლის დეკემბერში ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული იყო 84 ხელშეკრულება, მაშინ როდესაც 2014 წლის დეკემბრის თვეში დაიდო მხოლოდ 25 ხელშეკრულება, რაც 70%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან. 2014 წლის იანვარში ტენდერის შედეგად დაიდო 29 ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის იანვრის თვეში მხოლოდ 1 ხელშეკრულება, რაც 96%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მერიის ამჟამინდელი სტატისტიკის შედარება ხდება იმ პერიოდთთან, როდესაც “ქართული ოცნების” შიხიაშვილის საკრებულო ყველა გზით ცდილობდა მერიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას, თუმცა როგორც მაგალითიდან ჩანს, მაშინაც კი, ყველაფრის მიუხედავად, გაცილებით მეტი კეთდებოდა ამ მიმართულებით ვიდრე ახლა”, – აცხადებს ნადირაძე.

საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ტენდერების გზით დადებული ხელშეკრულებების რიცხვის კლების საპირისპიროდ, მკვეთრად იზრდება გამარტივებული შესყიდვით – ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დადებული ხელშეკრულებების რიცხვი.

“მაგალითად, 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე გამარტივებული წესით ხელშეკრულება 5 526 899 ლარზე გაფორმდა, მაშინ როდესაც 2014 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (4 თვეში) ხელშეკრულება გაფორმდა 10 544 716 ლარზე, ანუ ბოლო 4 თვეში (2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმდა 2-ჯერ მეტი ხელშეკრულება, ვიდრე 2013 წლის 1 იანვრიდან  2014 წლის 1 სექტემბრამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე ფორმდებოდა თვეში საშუალოდ 276 345 ლარზე ახლა თვეში ფორმდება 2 636 179 ლარზე, ანუ თვეში დაახლოებით 10-ჯერ მეტზე”, – აცხადებს ნადირაძე, რომლის შეფასებითაც, დავით ნარმანია და თბილისის მერია სწრაფი ტემპებით ეფლობა კორუფციაში, რაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას და ქალაქის შეჩერებულ განვითარებას ნიშნავს.

news
: news თებერვალი 4, 2015 12:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics