ამ დრომდე უცნობია საგამოძიებო ორგანოს პოზიცია, თუ რა სახის აღმკვეთ ღონისძიებას მოითხოვს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 11 პირისთვის. დაკავებულებისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ, ისინი საამართლოს განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები.
დაცვის მხარე საგამოძიებო ორგანოსგან დაკავებულთა მიმართ ბრალის წაყენებას დღის პირველ ნახევარში ითხოვს, მათი ინფორმაციით დღის ბოლოს პროკურატურა სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შესახებ მიმართავს.
დაკავებული 3 სპეცრაზმელის, ჩაკვეტაია, ჯაფარიძე და ალელიშვილის ადვოკატმა პროკურატურისგან ოფიციალურად მოითხოვა საქმეში არსებული მტკიცებულებების გადაცემა. დარეჯან გულიაშვილის განცხადებით საგამოძიებო ორგანო ვალდებულია მას მიაწოდოს ინფორმაცია რის წარდგენასაც პროკურატურა სასამართლოში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ კორტების სპეცოპერაცის საქმე საქართველოს პროკურატურამ ახალი გარემოებებით და დასკვნით ხელახლა გუშინ გახსნა.