“გომელაურს გადატრიალებები ელანდება” – ნაციონალური მოძრაობა მინისტრს პასუხობს

news
: news თებერვალი 2, 2015 14:28

“გომელაურს გადატრიალებები ელანდება” – ნაციონალური მოძრაობა მინისტრს პასუხობს

მნიშვნელოვანი

  • "გომელაურს გადატრიალებები ელანდება," - ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრალდებებს.

სხვა სტატიები

“გომელაურს გადატრიალებები ელანდება,” – ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრალდებებს.

“გომელაური, იმის ნაცვლად, რომ კრიმინალს ებრძოდეს და პოლიციელის ღირსებას იცავდეს, გადატრიალებები და არეულობები ელანდება, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” არ გეგმავს,” – განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატმა გომელაური ალექსანდრე ჭიკაიძეს შეადარა და განაცხადა, რომ ახალი მინისტრი ძველის გზას ადგას.

“გომელაური ჭიკაიძის გზას დაადგა. ეტყობა, მინისტრებს სპეციალური კატეგორიით არჩევენ, რომ მათი გონებრივი შესაძლებობები არ უნდა იყოს ძალიან მაღალი,” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატი მინისტრს მიმართავს და აცხადებს, რომ მას “ნაციონალური მოძრაობის” არ უნდა ეშინოდეს. ირმა ნადირაშვილმა შს მინისტრს მოუწოდა, რომ თუ ის რაიმე ინფორმაციას ფლობს, პარლამენტში მივიდეს და დეპუტატებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

“მათ ჩვენი არ უნდა ეშინოდეთ. მათ უნდა ეშინოდეთ ხალხის, რომელთაც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბანკირების აყვანა ურჩია. ჭიკაიძეს ერთი წლის განმავლობაში ვთხოვდით მოსულიყო და ამ საბურავების თემებზე პასუხი გაეცა, მაგრამ ისე მოხსნეს, რომ მან ვერ გაბედა პარლამენტში მოსვლა. თუ გომელაურს რაიმე ინფორმაცია აქვს, მობრძანდეს პარლამენტში და გვითხრას,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.

news
: news თებერვალი 2, 2015 14:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics