ზვიად შალამებრიძე “ფიფლ ინ ნიდის” საქართველოს მისიის დირექტორს, პროგრამების და ოპერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამებრიძე და პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდის” საქართველოს მისიის დირექტორს დიონ ბატერსბს, პროგრამების ხელმძღვანელს თინათინ ჯაფარიძესა და ოპერაციების ხელმძღვანელს გია დოლბაიას შეხვდნენ.

მხარეებმა “ფიფლ ინ ნიდის” მიერ იმერეთში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ხორციელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის ინტეგრირებულ, მდგრად და მონაწილეობით განვითარებას LEADER მიდგომის დანერგვის გზით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკის განვითარებას, თემის გაძლიერებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, “ფიფლ ინ ნიდი” იმერეთში მეფუტკრეობის განვითარების პროექტს ახორციელებს, რომელიც ხელს უწყობს მცირე და დამწყებ მეფუტკრეებს განავითარონ საკუთარი უნარები მეფუტკრეობაში და გაზარდონ ფუტკრის პროდუქტების წარმოება და ხარისხი.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, როგორც “ფიფლ ინ ნიდთან”, ასევე რეგიონში მომუშავე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება გუგლის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ხაზის შეცვლის ფაქტს ეხმაურება