ზურაბ ჭიაბერაშვილი: NDI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა ივანიშვილს განაჩენი გამოუტანა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს განაჩენი უკვე გამოუტანა. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე მსჯელობენ.

„ამ კვლევებმა, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად სანდოა, აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს განაჩენი უკვე გამოუტანა და ეს უბრალოდ ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გაფორმდეს. დღევანდელი კონფერენცია იმას ეხება, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ისე გავიაროთ, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს ქართველ ხალხს არჩევანის ნება წაართვას და ხალხმა დაიბრუნოს ნამდვილი მთავრობა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(foto)ელისო კილაძე ხვედელიძის საქმის ცრუმოწმეს ეძებს
შემდეგი სტატია“საზოგადოების ზეწოლისა და წნეხის შედეგად ხელისუფლებას გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოუწია და მათ გვაჩუქეს ერთი თვე საარჩევნო კამპანიისთვის”