ზურაბ ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა – საქმე “იბერიის” დახურვას და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევას ეხება

ოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს საქალაქო სასამართლომ 2 წლით პატიმრობა შეუფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა, თუმცა “ამნისტიის შესახებ კანონით” მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

სასამართლომ სრულად გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და ტელეკომპანია “იბერიის” დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1,6 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. ამასთან, თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლით აეკრძალა.

ამავე საქმეზე ბრალდებულ მის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს 40 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრა და თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლით აეკრძალა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : მთის კანონის შეღავათებით დამატებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 25 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა