ჟურნალი Interview ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა

ენდი უორჰოლის მიერ დაფუძნებული ჟურნალი Interview კიდევ ერთი დარტყმა იყო ნაბეჭდ მედიაზე. რამდენიმე დღის წინ კოლექციონერმა და მილიარდელმა პიტერ ბრანტმა ჟურნალის გამოცემა შეწყვიტა ფინანსური სირთულეების გამო. უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე მთავარმა რედაქტორმა, არტ-დირექტორმა და ტოპ-სტილისტმა ჟურნალი დატოვეს. მთავარმა რედაქტორმა, მაისში ჟურნალს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ გამოცემას მისი ვალი 600 ათასი დოლარი აქვს.
ჟურნალის ტირაჟი დახურვამდე 217 ათასი ეგზემპლარი იყო, 2012 წელს ის 230 ათასი ტირაჟით გამოდიოდა.

Interview 1969 წელს დაარსდა. როგორც ენდი უორჰოლის მეგობრები ამბობდნენ, მიზეზი, რატომაც დააარსა მხატვარმა ჟურნალი, იყო ნიუ-იორკის კონოფესტივალზე უფასო საშვის მიღება.
ჟურნალის სავიზიტო ბარათი იყო ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუ, რომელიც დამუშავების გარეშე იბეჭდებოდა, ამიტომ, ინტერვიუებში “მმმ”, “ეეე”, ჰმ” შენარჩუნებული იყო.

banner
წინა სტატიაში“არავითარ ბოდიშს არ იმსახურებს ამ წერილის გამომქვეყნებელი ორგანიზაცია” – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში, პასუხი გასცენ ფხენიანის სულელურ ან უგუნურ ქმედებას