ზარქუა სააკაშვილზე – მისი დანაშაულები საფრანგეთში რომ ყოფილიყო, ალბათ, სამუდამოს მიუსჯიდნენ

მიხეილ სააკაშვილს არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნია, დანაშაულებს, ადამიანების ხოცვას, ბიზნესის რეკეტს, ციხის წამებებს შეცდომად მიიჩნევს და ზოგ შემთხვევაში თავი აარიდა ყველაფერს და გადააბრალა ვანო მერაბიშვილს, რომელსაც ხერხემალს უწოდებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ჩვენი სააკაშვილი სწორედ ეს ფენომენია. გირჩევდით და საკუთარ თავსაც ვურჩევდი, რომ ამ ადამიანს შევეშვათ. გუშინ სააკაშვილი ზღაპრებს ყვებოდა და თუ განსხვავებული პოზიცია აქვს, შეუძლია, იჩივლოს და საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივროს. ამას არ აკეთებს, რადგან აპრიორში იცის, რომ დასავლეთის სასამართლოც იგივეს მიუსჯის. ნიკოლა სარკოზის მისჯილი ჰქონდა და ახლაც იხდის. საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მეუღლე ფიქტიურად დაასაქმა, ხუთი წელი მიუსაჯეს. წარმოგიდგენიათ, სააკაშვილის დანაშაულები საფრანგეთში რომ ყოფილიყო, ალბათ, სამუდამოს მიუსჯიდნენ, მის მუხლებს კი ამნისტია შეეხო და ექვსი წელი გამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა არასდროს განუხორციელებია და ამის დასტურია სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც დადანაშაულებულ იყო გირგვლიანის საქმეზე. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშითურნავა – ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება
შემდეგი სტატიატიკარაძე – ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორია „ომიკრონის“ ზუსტი მიმდინარეობა