ზარქუა – ფარდა ჩამოეხსნა აფიორას, თითქოს სააკაშვილი იყო მომაკვდავი და ადამიანებს ვერ ცნობდა, ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია უფრო მადარდებს

რადიკალური ოპოზიციის განცხადებები იყო, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა გონი დაკარგა, სახელს ვერ იხსენებს, ვერ დადის და აღმოჩნდა, რომ ეს სიცრუე იყო, ასევე აღმოჩნდა, რომ ადამიანი იმდენად ჯანმრთელია, 40 დღის შიმშილობის, საკუთარი ჯანით შეუძლია არა მხოლოდ გადაადგილდება, არამედ სირბილით და დატვირთვით მთელი კორიდორი გაიაროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა უმაღლესი სტანდარტის დაცვით მოხდა, დანარჩენ კითხვებზე პასუხს კი, შესაბამისი უწყების მინისტრი გასცემს.

„უფრო ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია მადარდებს, რომელიც ნამდვილად მეშვიდე დღეა, შიმშილობს და უკვე ცუდად არის. რაც შეეხება სააკაშვილს, ფარდა ჩამოეხსნა აფიორას, თითქოს სააკაშვილი იყო მომაკვდავი და ადამიანებს ვერ ცნობდა, ეს სიცრუე დაიფშვნა. სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამედიცინო სერვისით და მისი უსაფრთხოება დაცულია. ეს არ არის 2012 წლამდე ციხე, როცა ადამიანებს კვირების განმავლობაში დილეგში აგდებდნენ, აწამებდნენ, წყალში აყენებდნენ და სხეულზე სიგარეტს აწვავდნენ – ეს არ აგერიოთ, სხვა დროა“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში ქალთა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები – სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში ვერ აზღვევს მისი ჯანმრთელობის და ხელშეუხებლობის რისკებს