ზარქუა – „ნაცებო“, ვაი თქვენ, სირცხვილი კიდევ თქვენ, რომ ჩემი „ხაბე“ გააგდეთ და ვაშაძე „ბლატაობს“ აქ

„ნაცებო“ ვაი თქვენ, სირცხვილი კიდევ თქვენ, რომ ჩემი „ხაბე“ გააგდეთ და ვაშაძე „ბლატაობს“ აქ. სად არის ჩემი „ხაბე“? დააბრუნეთ, აქაც კი არ მოგყავთ უკვე, ისე გააკოტრეთ ბოლომდე. საკრებულოში ხმას იღებდა, დადიოდა მაინც და აქ? აი, ეს მოგიტანათ ვაშაძემ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე სამადაშვილი იყო პირი, რომელიც ბრიუსელში დადიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

„მინდა გამოვეხმაურო, მარგალიტები რომ გვყავს რადიკალურ ოპოზიციაში – სალომე სამადაშვილი, გადავირიე! ქალი იყო ევროკავშირში ელჩი, აი, ვინც ის დანიშნა… ხელმოცარული რომ არის, რატომ დავარქვი დიპლომატი, 2008 წელს, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო, სახლ-კარი წაგვართვა, ხალხი დაგვიხოცა და ერთ სახელმწიფოს ვერ დაეწესებინა სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ არის ხელმოცარული ელჩი, ახლა კი მივხვდი რატომაც ყოფილა – „იზვესტიათი“ იწყებს დილას, რუსულ პრესას ვკითხულობ და იქ თქვენზე წერიაო, რუსულ პრესაში ჩვენზე კარგს როგორ დაწერენ? გაგიჟდები რა, ეს არის ჩვენი ოპოზიცია, აი, სამადაშვილი. ეს რომელია იცით? თავისივე კოლეგებმა რომ ამხილეს, სამნიძემ და ქალბატონმა დეკანოიძემ, აი,ე ს იყო, ვინც ევროკავშირში დადიოდა, ბრიუსელში, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამბობდა, კანდიდატის სტატუსი არ მივცეთ ახლაო, რადგან „ქართული ოცნება“ მიიწერს და ხელისუფლებაში ისევ ესენი დარჩებიანო. ამ მორალით, ამ ღირსებით, ამ მიდგომით უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, იცის ქართველმა ხალხმა ამათი ხელწერა, ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან დამსახურებულად.

„ნაცებო“, ვაი თქვენ, სირცხვილი კიდევ თქვენ, რომ ჩემი „ხაბე“ გააგდეთ და ვაშაძე „ბლატაობს“ აქ. სად არის, ხომ გეუბნებოდით ამას? სად არის ჩემი „ხაბე“? დააბრუნეთ, აქაც კი არ მოგყავთ უკვე, ისე გააკოტრეთ ბოლომდე. საკრებულოში ხმას იღებდა, დადიოდა მაინც, აქ? აქედან გააგდეთ, აი, ეს მოგიტანათ ვაშაძემ. ვაშაძე ვინ არის? იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი იყო, რაც კი სტრატეგიული ობიექტები გავყიდეთ, რაც კი მავნებლური პროექტი გაკეთდა, ყველგან იყო ეს, მიიწერა იუსტიციის სახლი მე გავხსენიო, მოვიკითხე ეს თემა და საერთოდ შეხება არ ჰქონია, სულ სხვა გვარი მითხრეს, ვინც ამ თემის ინიციატორი იყო, ამან მიიწერა, პოპულისტია, სჩვევია, გასდის და რატომაც არა?!

მინდა თქვენი სახე კიდევ ერთხელ დაგანახოთ რადიკალებს. რამდენიმე დღის წინ, ბელადის ბიძამ განცხადება გააკეთა, ჩემთვის საქართველო მოსაწონია გახლეჩილი, დაპირისპირებული, პოლარიზებულიო და ეს არის ნამდვილი დემოკრატიაო. ეს თქვა იმ კაცმა, „კაი“, ასე ესმის, მაგრამ თქვენ, აქ, ვისაც ოდნავ განსხვავებული მრწამსი, აზროვნება გაქვთ, რატომ არ დაგმეთ? ეს რომელიმე ჩემს მეზობელს რომ ეთქვა, ჯვარს გვაცვამდით, თქვენი ბელადის ბიძამ გააკეთა ეს განცხადება, რომელიმემ დაგმეთ? ვერ დაგმობთ, იმიტომ რომ, ამის ერთი ადგილი უნდა გქონდეთ ეს რომ გააკეთოთ, ამიტომ ხართ იქ, სადაც ხართ, სამართლიანად და ასე იქნებით ბოლომდე, აბა წარმატებები!“, – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიგუშინ, ბათუმი შტორმს წალენჯიხელი ახლაგაზრდა სასწაულებრივად გადაურჩა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოიყვანა გუნდი, რომლის პირობებშიც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ახლა იღებს კანდიდატის სტატუსს