ზაალ უდუმაშვილი: ყველა თქვენგანის უბანში მოვალ, პირადად გაგესაუბრებით და ხელს ჩამოგართმევთ

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი საჯარო ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც უდუმაშვილმა, „ფეისბუქის“ საჯარო გვერზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვეში აღნიშნა, ის პრობლემებზე მოსახლეობას პირადად გაესაუბრება.

„მოგესალმებით ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე. ყველას დიდი მადლობა აქტიური მხარდაჭერისთვის. თითოეული თქვენგანის გამოხმაურება უმნიშვნელოვანესია. გუშინდელს მერე ვცდილობ ყველას პასუხი გავცე. მალე მე ყველა თქვენგანის უბანში მოვალ, პირადად გაგესაუბრებით და ხელს ჩამოგართმევთ. თქვენს პრობლემებზე დაგელაპარაკებით. თქვენი თანამონაწილეობა ყველა ჩემს გადაწვეტილებაში მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მომავალი“,-განაცხადა ვიდეო მიმართვაში ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი დატოვა, ის არჩევნებში თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
უდუმაშვილმა, პოლიტიკური მიზნების შესახებ “რუსთავი 2”-ის პრდაპირ ეთერში განაცხადა და მაყურებელს დაემშვიდობა.

banner
წინა სტატიაშირეპერი Prodigy 42 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბრიუსელის ცენტრალურ სადგურში თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს