Wikileaks-ი: ყველას ტელევიზორებიდან გვითვალთვალებენ

საიტმა Wikileaks-ი ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც, პუბლიკაციის ავტორების თქმით, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ჰაკერულ ხრიკებს ააშკარავებს. აღნიშნულ დოკუმენტებში, საუბარია კომპიუტერებისა და სმარტფონების ვირუსებზე, ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც “ჭკვიან” ტელევიზორებს მოსასმენ აპატარად იყენებს.

დოკუმენტების მიხედვით, კიბერიარაღების არსენალში, რომელიც თითქოსდა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს გააჩნია, არის ვირუსები, რომელთაც Windows-ის, Android-ის, iOS-ის, OSX-ის და Linux-ის ოპერაციული სისტემების და ასევე, ინტერნეტ-როუტერების დავირუსება შეუძლიათ.
აღნიშნულის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, სტატიის ავტორების თქმით, აშშ-შია შემუშავებული, თუმცა, ამერიკელებს ბრიტანული დაზვერვის სამსახური მი-5 დაეხმარა Samsung-ის ტელევიზორებში ქსელის შექმნასა და შეღწევაში.
აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ და ბრიტანეთის შსს-მ “ვიკილიქსის” პულიკაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურაში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება