WikiLeaks-ის ინფორმატორს თვითმკვლელობის მცდელობისთვის ორი კვირით კამერაში მარტო ჯდომა მიუსაჯეს

აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეს ჩელსი მენინგს, რომელსაც 35 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი WikiLeaks-ისთვის საიდუმლო ფაილების გადაცემის გამო, ორი კვირით კამერაში მარტო ყოფნა მიესაჯა თვითმკვლელობის მცდელობისათვის – დღეს The Independent-ი წერს.
როდის გადაიყვანენ მსჯავრდებულს კამერაში, არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას გადაწყვეტილების აპელაციისათვის 15 დღე აქვს. მენინგმა განაცხადა, რომ ის უახლოეს დღეებში განაჩენს გაასაჩივრებს. “ძალიან ცუდად ვარ. ისეთი მარტო ვარ. მრცხვენია იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არც ვიცი, ეს როგორ ავხსნა” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჩელსმა გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ ჩელსი მენინგი, რომელიც სქესის შეცვლამდე ცნობილი იყო, როგორც ბრედლი მენინგი, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მან 2013 წელს “ვიკილიქსს” 700 ათასი საიდუმლო ფაილი გადასცა, რომელიც აშშ სამხედრო დანაშაულებებს შეეხებოდა ავრანეთსა და ერაყში.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში მუსლიმი ქალი სამსახურიდან წავიდა იმის გამო, რომ მამაკაცებისათვის უწევდა ხელის ჩამორთმევა
შემდეგი სტატიაბრეტ პიტის და ანჯელინა ჯოლის გაყრის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს