Wanderlust-მა თბილისი მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ ყველაზე სასურველ ქალაქად დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო მედიის Wanderlust-ის ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიებაზე – Wanderlust Travel Awards, თბილისი მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ ყველაზე სასურველ ქალაქად დასახელდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, აღნიშნულ კატეგორიაში ასევე გაიმარჯვა ლისაბონმა და სევილიამ.
„მნიშვნელოვანია, რომ ნომინაციაში გამარჯვებული შეირჩა მკითხველთა მიერ. პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით სასიხარულოა ასეთი ცნობილი მედია გამომცემლობის და მისი მილიონობით მკითხველის  აღიარება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დედაქალაქის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს და წარმოაჩენს თბილისის საქალაქო ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო მოგზაურებისათვის და ტურიზმის სექტორის პროფესიონალებისათვის. პანდემიამდე მახსოვს, როგორც ვითარდებოდა კაფე-ბარები, ჰოსტელები. პანდემიამ, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება დააზარალა, მაგრამ ჩვენ იმიტომ გამოვდივართ მხარდამჭერი პროგრამებით, რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ, რომ ტურისტებს უმასპინძლოთ, რომ მათ გავაცნოთ ჩვენი დედაქალაქი თავისი ძეგლებით და კულტურით. ეს აღიარება მნიშვნელოვანია და მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიკახა კალაძე – ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად – მე ვარ უკლებლივ ყველას მერი
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ოპოზიცია ამბობს, რომ ეზარება პარლამენტში მუშაობა