ვოლსკი პრემიერის გადადგომაზე: არის ამ საკითხზე მსჯელობა

პრემიერმინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა პარლამეტში. განსხვავებული კომენტარები კეთდება მმართველ გუნდში. ქართული ოცნების წევრების ერთი ნაწილი ღიად საუბრობს, რომ ღარიბაშვილის გადადგომის ვერსია გუნდში განიხილებოდა. დეპუტატთა მეორე ნაწილი კი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“არის ამ საკითხზე მსჯელობა, მე არ ვფიქრობ რომ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარევი განცხადებები. ადმინისტრაციისგან პრემიერმინისტრის გადადგომის ან მის სურვილთან დაკავშირებით პასუხი არ გავქს. მოგვიანებით გავიგებთ,” – აცხადებს გია ვოლსკი.

კატეგორიუალდ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ზვიად ძიძიგური. უმრავლესობის წევრი ამ ინფორმაციას ჭორაობად აფასებს.

“არ ვადასტურებ, მსგავსი ტიპის ინფორმაცის კოალიციის საბჭოში არ არის. ნაკლები ჭორაობა და მეტი საქმე,” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც.

თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილის მთავრობა წარუმატებელია.

“უმრავლესობაც კი არ ენდობა ამ მთავრობას. ვინც არ უნდა მოვიდეს მისი არ მშურს, მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგება,” – განმარტა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, ქვეყენაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, მისივე განცხადებით, ის რეიტინგზე ზრუნავს და შესაბამისად, ეძებს ახალ კანდიდატურას.

banner
წინა სტატიაში„გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი ტალახი მე მივიღე“
შემდეგი სტატია“მთავრობა ჩვეულ რიტმში მუშაობს,” – მინისტრი დავით ბაქრაძე