ვოლსკი – ივანიშვილი განცხადებას არ გააკეთებდა, რომ არა ჭორი მის პოლიტიკურ პროცესში ჩართულობაზე

ივანიშვილის განცხადება არ შედგებოდა, რომ არა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და ქმნის პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რაღაც მიზნები უნდა შეასრულოს მისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ვალდებული იყო, საზოგადოებისთვის ეთქვა ის, რასაც საკითხთან დაკავშირებით ფიქრობს.

„პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით მკაცრად გამოხატა, ვიდრე მას სჩვევია, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს. მეტამორფოზა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები აბსოლუტურად სხვა ქმედებებს ითხოვდა პრემიერ-მინისტრისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს პოლიტიკური თვალსაზრისით.

ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა. ვინაიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ამ არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა კიდევ ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის შესახებ, რომ თითქოს ამას რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან – ირწმუნება ახალი პოლიტიკური ძალა და თითქოს ეს გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული პროცესია. ამ საკითხზე მისი შეფასებები და ხედვა გარკვეული ვალდებულებაც არის საზოგადოების წინაშე, რასაც იგი არასოდეს გაურბოდა. ეს განცხადება არ შედგებოდა, რომ არა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და პოლიტიკურ ძალას ქმნის, რომელმაც რაღაც მიზნები უნდა შეასრულოს მისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. იგი ვალდებული იყო, საზოგადოებისთვის ეთქვა, რასაც ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრობს. გახარიას პოლიტიკურ ძალას „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად არ მივიჩნევ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიასაპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი საპარლამენტო ფრაქციების რეგისტრაციის საკითხი განიხილა