ვლადიმერ პუტინი: მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო

მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა.

“ეს უბრალოდ იყო შეფურთხება, ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა. მას აშშ-ში სამუშაო ვიზაც კი არ მისცეს. უნივერსიტეტებს მისი სამსახურში აყვანა არ უნდოდათ, ხოლო ოდესის გუბერნატორის მოვალეობის შესრულება მას შეუძლია. არ არსებობენ წესიერი, პროფესიონალი უკრაინელები, რომლებსაც ამ სამუშაოს შესრულება შეუძლიათ?”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუში.

ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ოლივერ სტოუნმა ფილმისთვის “უკრაინა ცეცხლში” ჩაწერა.

ფილმის პრემიერა 21 ნოემბრეს ტელეკომპანია “რენ ტვ”-ს ეთერში შედგება.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი: რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზე უარს არ იტყვის
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა