,,ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას…ვანო არ უნდა გამოვიდეს ციხიდან“-წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მერაბისვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ დიდმა პალატამ მერაბიშვილია რ არიარა პოლიტიკურ პატიმრად, რაც მისი თანაგუნდელების ჩავარდნაა.
,,რაც შეეხება მერაბიშვილის საქმეს , მოდით ახლა ვიტყვი, მე ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას. თქვენ გსურდათ დიდი პალატისთვის გეთქმევინებინათ,რომ ვანო არის პოლიტიკური პატიმარი, პირიქით დიდმა პალატამ თქვა,რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი.
ის რომ მე-18 მუხლი დაირღვა ეს არ არის, ის რასაც თქვენ ელოდით. თქვენ ელოდით პოლიტიკური პატიმრის სტატუსს, ვიზიარებ თქვენს ჩავარდნას.
ვანო უნდა გამოვიდეს თუ არა ციხიდან მე თუ მეკითხებით, ის არ უნდა გამოვიდეს, რადგან იხდის სასჯელს ეს არის ორჯერ ორი ოთხი,“-განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითქვენ ჩარჩენილი ხართ წარსულში – წულუკიანი ბოკერიას
შემდეგი სტატიაგაჩიანში ნაწამები კაცის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო