ვინ ითხოვს ვენდეტას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 6, 2015 18:06

ვინ ითხოვს ვენდეტას

vendetaსაქართველოში სოციოლოგიური კვლევის “ინსტიტუტი”, უფრო სწორედ სივრცე სამწუხაროდ მხოლოდ “ფეისბუქის” დაფაა, რომლის მიხედვით შესაძლებელია არსებულ მოვლენებზე მიახლოებით წარმოდგენის ჩამოყალიბება.

ნაციონალების ხელისუფლებიდან წასვლში შემდეგ, ვინ ითხოვს ასე გამწარებულად ვენდეტას?

ეს ის ხალხია, რომელიც წინა რეჟიმის პერიოდში მაქსიმალურად სამსახურის დაკარგვით დაზარალადა, პერმამენტული პარტიის აქტივისტობა არ იყო სათანადოთ შეფასებული, ან კიდევ მისი თვალსაზრისით ვერ იპოვა შესაფერისი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
როგორც წესი ამ ხალხის უკმაყოფილობა, მომავალი კმაყოფილების ძებნისა, ან უფრო სწორედ რომ ვთქვათ თავის გამოჩენისა და შოვნაში გამოიხატება.
უბრალო ენით რომ ავღწეროთ, ეს ის ხალხია, რომელიც არასოდედეს დაჩაგრულა, მაგრამ ჩაგრულის მანტიას წარმატებულად იმშვენებს.

ისინი ვინც არსებული რეჟიმის პერიოდში, გარკვეულ წილად საკუთარ თავზე გამოცადეს უსამართლობის ფასი, ან საერთოდ არ იღებნ ხმას, ან კიდევ უკვე დღეს იმათ მიმართ არიან ლმობიერი, ვინც გუშინ თუ პირდაპირ არ ჩაგრავდა, მინიმუმ ხმას არ იღებდა, ან ამ ჩაგვრას ამართლებდა.
ისმის კითხვა, რა არის ეს “სტოგჰოლმის სინდრომი” თუ უსამრთლობით გამოწვეული ტრავმების რეალურად აღქმა და რეციდვის არგანმეორების სურვილი?

ვინ იცის ტანჯვის ფასი თუ არა იმან ვინც დაიტანჯა.

ვენდეტა არ არის სამრთლიანობის აღდგენა და არ იძლევა რეციდივის გარანტიებს. თუ გვინდა ის რომ ჩვენმა შვილებმა მომავლში სამრთლებრივ სახელმწიფოში იცხოვრონ, მაშინ დღეს უსამრთლობა უნადა აღვიქვათ ისე, როგოც ეს ადამიანს შეეფერება და არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნება ეს უსამრთლობა ჩადენილი.
სხავ შემთხევვაში ისევ იქ ავღმოჩნდებით სადაც ადრე ვიყავით და ისევ იმათი მანიპულირების ქვეშ ვიქნებით, ვინც სხვის ჩაგვრით ან ხელბს ითბობს ან სოციალურ ქსელში “ერთობა”.

გიორგი ალანია
ჩეხეთი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 6, 2015 18:06