ვინ იქნება სამეგრელოს გუბერნატორი-“თაიმერის” ექსკლუზივი

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე მოწერელია ინიშნება.

“თაიმერი” ალექსნადრე მოწერელიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ამის შესახებ მან პირველად გაიგო:
” – პირველად მესმის თქვენგან ეს ინფორმაცია. ყოველ წელს სხვადასხვა თანამდებობაზე მიშვებენ ჟურნალისტები… მე მეგონა თხილის საკითხზე მიკავშირდებოდით..
თხილიც მაინტერესებს, მაგრამ პირველ ყოვლისა, ინიშნებით თუ არა სამეგრელოს გუბერნატორის თანამდებობაზე?
-არა, პირველად მესმის…“

ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან რამდენიმე გუბერნატორი გაანთავისუფლა.
თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

 

თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, მაგრამ პრემიერმა არ დაუკმაყოფილა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ წელს 98 ნარკორეალიზატორი დააკავა – მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი პირი მისცა