ვინ არის დამნაშავე მეტრო ვარკეთილში მომხდარ ფატზე?!

 

„თაიმერი“ გთავაზობთ ფაქტს:

შემსყიდველი ორგანიზაცია: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ტენდერის ნომერი: SPA160019535;
შესყიდვის ობიექტი: 45200000 – მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები;
მიმწოდებელი: შპს „ყვარელმშენი-52“ (ს/კ: 441554015);
გაფრთხილების საფუძველი: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება.

ეს ის „ყვარელმშენია“ რომელმაც მეტრო ვარკეთილი გაარემონტა.

დოკუმენტი: ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 12 აპრილს წარმოდგენილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 12 აპრილის №01/23074 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №3652), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ყვარელმშენი-52“-ის (ს/კ: 441554015) მიერ SPA160019535 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 26 ივლისის №პ/3504/22 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. შპს „ყვარელმშენი-52“-ს სააგენტომ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის nika_zautashvili@yahoo.comმეშვეობით, 2017 წლის 21 აპრილის №1782 წერილით აცნობა შემსყიდველი ორგანიზაციის შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე და, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარმოდგენა. მიმწოდებელს განმარტება არ წარმოუდგენია.

შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიცია: შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების თანახმად, მიმწოდებელმა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, არაჯეროვნად, კერძოდ, ვადაგადაცილებითა და არასრულად შეასრულა 2016 წლის 26 ივლისის №პ/3504/22 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

მიმწოდებლის პოზიცია: ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმწოდებელს განმარტება არ წარმოუდგენია.

 სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებები:

„4.1. 2016 წლის 7 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა SPA160019535 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების (CPV45200000) შესყიდვის მიზნით.

4.2. სატენდერო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №2 სხდომის ოქმით შპს „ყვარელმშენი-52“ (ს/კ: 441554015) გამოვლინდა გამარჯვებულად და ამავე სხდომის ოქმით, იგი მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.

4.3. 2016 წლის 26 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა №პ/3504/22 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი თვის ვადაში, 2016 წლის 27 დეკემბრამდე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 668 930 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2017 წლის 30 იანვარი.

4.4. მხარეებს შორის 2016 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული №პ/3504/22-1 შეთანხმების აქტის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულება შეიცვალა და განისაზღვრა 700 003,63 ლარის ოდენობით.

4.5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2017 წლის 17 იანვრის №01/2618 წერილით მიმწოდებელს აცნობა, რომ ამოწურული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო 0.01%-ის ოდენობით.

4.6. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2017 წლის 2 თებერვლის №01/6395 წერილით მიმწოდებელს აცნობა, რომ აღმოჩენილი იყო მთელი რიგი ხარვეზებისა. ამასთან, გამოსასწორებელი და შესასრულებელი იყო ძირითადი შენობის ექსტერიერის, დამხმარე ნაგებობის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ძირითადი შენობის ინტერიერის სამუშაოები.

4.7. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2017 წლის 15 თებერვლის №01/9165 წერილით მიმწოდებელს აცნობა, რომ ინსპექტირების ჯგუფის მიერ აღმოჩენილი იყო ვიდეომეთვალყურეობის, სატელეფონო და ინტერნეტ ქსელის ხარვეზები. აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიმწოდებელს განესაზღვრა ათი დღე, არაუგვიანეს 2017 წლის 25 თებერვლისა.

4.8. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2017 წლის 17 თებერვლის №01/9687 წერილით მიმწოდებელს აცნობა, რომ აღმოჩენილი იყო მთელი რიგი ხარვეზებისა. კერძოდ, გამოსასწორებელი და შესასრულებელი იყო ძირითადი შენობის ექსტერიერის, დამხმარე ნაგებობის სამუშაოები.

4.9. შემსყიდველი ორგანიზაციის 2017 წლის 28 მარტის №01/18952 წერილით დგინდება, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მიმწოდებელმა ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრა და შესასრულებელი სამუშაოს შესრულება, რისთვისაც მას მიცემული ჰქონდა დამატებითი ვადა. ამავე წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ ეკისრებოდა ყველა ის საჯარიმო სანქცია, რომელიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.

4.10. საქმეში არსებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 31 მარტის №01-6730 მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ მიმწოდებლისთვის წუნდებული სამუშაოს გამოსასწორებლად მიცემული დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ 2017 წლის 27 თებერვალს, 10 და 23 მარტს ინსპექტირების ჯგუფი მივლინებით იმყოფებოდა შესრულებული და გამოსწორებული სამუშაოს აღსაწერად. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ დასრულებულა.

4.11. საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ მიმწოდებელმა შეასრულა 614 003,63 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების 88%-ს შეადგენს“.

და სააგენტომ გადაწყვიტა:

„1. შპს „ყვარელმშენი-52“-ს (ს/კ: 441554015) 2017 წლის 7 ივნისს მიეცეს გაფრთხილება.

  1. დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს სააგენტოს ვებგვერდზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.
  2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

დოკუმენტს ხელს აწერს ლევან რაზმაძე.

გარდა ამისა „თაიმერი“ გთავაზობთ ფოტოსურათს, სადაც ასახულია რამდენიმე ტენდერი და „ყვარელმშენის“ მიერ შესრულებული სამუშაოებისთვის გადახდილი მილიონები.

ასევე, როგორც მშენებლები „თაიმერთან“ საუბრისას აცხადებენ, პროექტირება აქ არაფერ შუაშია, პასუხისმგებლიობა ეკისრება მშენებელ ფირმას და „ნორმის დაცვით გაკეთებული ჭერი, საფრთხეს ვერანაირად შეუქმნიდა მგზავრებს“.

 

 

banner
წინა სტატიაშიანაკლიაში “მომავლის ბანაკის” და იქვე მდებარე დასახლების მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი გამოცხადდა
შემდეგი სტატია(video) ახალი ვიდეოკადრები მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“