(video) ლეილა მუსტაფაევა:გატაცებიდან ერთ კვირის შემდეგ მას და მის ადვოკატს არ აქვთ ინფორმაცია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2017 23:05

(video) ლეილა მუსტაფაევა:გატაცებიდან ერთ კვირის შემდეგ მას და მის ადვოკატს არ აქვთ ინფორმაცია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლე გადაცემა არჩევანში მისი მეუღლის შესაძლო გატაცების შესახებ საუბრობს. ის ამბობს, რომ გამოძიებით უკმაყოფილოა.

„ვერც კი წარმოედინა მას, რომ დაიჭერდნენ ან მოიტაცებდნენ თბილისის ცენტრიდან, მაგრამ ზოგადად ჩვენ ვფიქრობდით, რომ კანონიერი გზით ის შეიძლება, დაეჭირათ და გადაეგზავნათ ბაქოში,“ – განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

აფგან მუხთარლის მეუღლე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიებზე საუბრობს, თუ რატომ აღმოჩნდა აფგან მუხთარლი ბაქოს ციხეში.

ის ამბობს, რომ მის მეუღლეს აზერბაიჯანული ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და აცხადებს, რომ მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა. აფგან მუხთარლიზე ზეწოლას ლეილა მუსტაფაევა მის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებს.

„ის მუშაობდა ერთგვარ ჟურნალისტურ გამოძიებაზე და ჩვენ ვგრძნობდით გარკვეულ ზეწოლას. დაახლოებით 2015 წლიდან დაიწყო მასზე ზეწოლა და დაახლოებით 2016 წლის ბოლოს უკვე ძალიან ინტენსიური სახე მიიღო. ეს დაკავშირებული იყო მის ჟურნალისტურ გამოძიებასთან,“ – ამბობს ლეილა მუსტაფაევა.

ის ამბობს, რომ შესაძლო გატაცებიდან ერთ კვირის შემდეგ მას და მის ადვოკატს არ აქვთ ინფორმაცია, „როდის მოიტაცეს ის, ან ვინ მოიტაცა“.

„ხომ შეიძლებოდა, ენახათ ჩანაწერები იმ ვიდეო კამერებიდან, რომელიც ირგვლივ არსებობდა და ბოლოსდაბოლოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ შეიძლებოდა ამის გამოძიება მაშინვე, როგორც კი ეს მოხდება. მე მაინც მგონია, რომ მისი დაპატიმრება იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინტერესეში,“ – აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.

 

https://youtu.be/sIsVQKl-BdY

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2017 23:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics