(video) ეს ფილმი შეიძლება აღმოჩნდეს ბუმერანგი…პოლიტიკის ინჩი-ბინჩი არ ესმით მის შემკვეთებს და გადამღებებს

“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაზე, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს ეხმაურება. განცხადება ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას ფილმი არ უნახავს და მის ხარისხს ვერ შეაფასებს, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი წინასაარჩევნოდ გაუშვას ფილმი ეთერში, ამომრჩეველზე არ იმუშავებს. დეპუტატი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ტელეეთერით ფილმის გაშვება “ნაციონალური მოძრაობის” და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ძალების მტრის ხატად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ბერძენიშვილის განცხადებით, რეალურად ფილმის ეთერში გაშვება ხელისუფლებას ბუმერანგივით შეუბრუნდება და ის მის რეიტინგზე ცუდად აისახება.

 

https://www.youtube.com/watch?v=ORBfmoyiEV4&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში,,თუ ვინმეს სჯერა, რომ სანდრა რულოვსი და მისი მეუღლე ამ ქვეყანას გაახარებს, მისი საქმე ცუდადაა”
შემდეგი სტატია(video) ამ ხელისუფლებამ ხალხი გააღარიბა-გიგი წერეთელი