ვგმობთ სასტიკ ომს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ათობით ქვეყანა, მეზობელი ქვეყნები ზარალდება ამ სასტიკი ომით – პოპესკუ

ვგმობთ სასტიკ ომს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ათობით ქვეყანა, მეზობელი ქვეყნები ზარალდება ამ სასტიკი ომით, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნიკუ პოპესკუმ აღნიშნა, ომი უკრაინაში ზიანს აყენებს მოლდოვის მოქალაქეებს.

„ბევრი საერთო გვაქვს იმ ომთან დაკავშირებით, რომელიც მეზობელ ქვეყანა უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ ყველა ვგმობთ ამ სასტიკ ომს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ათობით ქვეყანა, მეზობელი ქვეყნები ზარალდებიან ამ სასტიკი ომით. ყველაზე მეტად მოლდოვა ზარალდება. გუშინ გვქონდა ამ სასტიკი ქმედების გამოცდილება ჩვენ ქვეყანაში. ბევრი საათის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში გამორთული იყო ელექტროობა უკრაინაში განხორციელებული დაბომბვის გამო. ეს არის მაგალითი, რომ ომი უკრაინაში ზიანს აყენებს მოლდოვის მოქალაქეებს. რუსეთის ელჩი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და გამოვხატეთ ჩვენი უთანხმოება ასეთ დაბომბვასთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ რუსეთს ვურჩიეთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. გუშინ ნიუ იორკში, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სესიაზე, მოლდოვის ელჩმა მსოფლიო საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში, ისაუბრა ყველა ზემოთ აღნიშნულ თემაზე“, – განაცხადა პოპესკუმ.

banner
წინა სტატიაშირიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს – ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა
შემდეგი სტატიაიტალიელებს ხვიჩას სამშობლოში ჩამოსვლაში დაეხმარება სპეციალურად შექმნილი ქართული ტურისტული კომპანია