,,ვერ მივიდნენ ალასანიას დაკავებამდე… არ არის ის ფიგურა, რომელსაც ქუჩაში ხელს მოჰკიდებ და წაიყვან”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაჭერას აპირებდა, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი და ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი ლევან სამუშია ეხმაურება.

სამუშია ამ ინფორმაციას არ უარყოფს და ამბობს, რომ „კაბელების საქმე“ იყო ის ძირითადი კვანძი, რითაც ალასანიას დაკავებას ცდილობდნენ, თუმცა „საქმე ჩავარდა“, რადგან რეალური სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

„ე.წ.კაბელების საკითხით ნათელი იყო, რომ გამიზნული იყო „თავისუფალ დემოკრატებზე“ დარტყმა, რაც პირდაპირ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. უბრალოდ იმდენად გაუფუჭდათ ეს საქმე, რომ ვერ მივიდნენ ალასანიას დაკავებამდე. ალასანია არ არის ის ფიგურა, რომელსაც ქუჩაში ხელს მოჰკიდებ და წაიყვან“, – განაცხადა სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“

banner
წინა სტატიაშიბაგრატიონების სამეფო ოჯახის გენეტიკის დასადგენად ნამარხი ძვლების შესწავლაა საჭირო – ეთნოგენეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაირაკლი კვარაცხელიას კვირას სენაკში დაკრძალავენ