„ვენდობით სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – ალექსანდრე ჯეჯელავა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე შეფასებები კეთდება მთავრობის რიგებში. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღნიშნულ საქმეზე ბრადლებულ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიცე-პრემიერისა და განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობა:

„სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ გვაქვს სამართლებრივი სახელმწიფო და ამიტომ ვაშენებთ, რომ ხელისუფლება არ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ გვქონდა ზუსტად ეს დრო, როდესაც ხელისუფლება იღებდა გადაწყვეტილებას, ვის რა სასჯელი ეკუთვნოდა და სასამართლოს რა უნდა გადაეწყვიტა. ჩვენ ვენდობით სასამართლოს გადაწყვეტილებას და როგორც იმსჯელებს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იმას დავეთანხმებით“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაში“არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, ასე გაენადგურებინათ ერთი ოჯახი” – ცენტრპოინტის საქმე
შემდეგი სტატია„პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკი ზედმეტია“ – სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე