„ვეღარ სუნთქავს, ადამიანი ილევა“- ვასაძის თანაგუნდელი

პოლიტიკური მოძრაობა „ერის“ ლიდერის ლევან ვასაძის თანაგუნდელის, სოსო მანჯავიძის განცხადებით, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, ლევან ვასაძეს დიაგნოზი ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში დაუსვეს.

როგორც მან აღნიშნა, „ერის“ ლიდერმა კორონავირუსზე ტესტიც არაერთხელ გაიკეთა, თუმცა ინფიცირება არ დაუდასტურდა.

„მოწამვლა შეიძლებაო, როგორი საქმეა, როცა ვერ იგებ, რა გჭირს. ეგ არის ზუსტად მოწამვლის… არ ჩანს. ვერ დაიცავ, მხოლოდ ღმერთის იმედზე უნდა იყო. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება, ისე გაისტუმრონ საიქიოში, რომ ვერც კი გაიგონ, რა მოხდა. თუ, რა თქმა უნდა, ამაზე პოლიტიკური ნება არის.

ვეღარ სუნთქავს. ეგ ისეთი ტიპია, რაგბისტია და სულ ვარჯიშობს. ძალიან ცუდად გახდა. ფეხები დაუსივდა. ფილტვების ინტუბაცია აქვს შესუსტებული. კოვიდზეც გაესინჯა, თუმცა არ აქვს. მოსკოვშიც გაესინჯა და თბილისში, თუმცა დიაგნოზი ვერსად დაუსვეს. ადამიანი ილევა, თურქეთშიც თუ ვერ დაუსვეს დიაგნოზი. აი ენერგია, რომ გეცლება. ფეხები რომ უსივდება, ეს ნიშნავს იმას, რომ გულთან არის პრობლემა“, – აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.

 

ინფორმაციას პია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჟანგბადის მაგენერირებელი აღჭურვილობა გადასცა
შემდეგი სტატიათვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება