ვაშაძე – სამართლის ჭრა-კერვა პოლიტიკური მიზნებისთვის, აი, ეს არის ირაკლი კობახიძის ხელწერა ქართულ სამართლებრივ სისტემაში

კობახიძეს მინდა ვუთხრა, ის, რაც მისი პარლამენტში საქმიანობის დროს ქართულ სამართლებრივ სისტემაში ხდება, მთლიანად აცდენილია ყველა სამართლებრივ სტანდარტს და ეს არის კანონების ჭრა-კერვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აი, ამაში მართლაც მაგისტრია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოქტორია ირაკლი კობახიძე,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კელი დეგნანი ამ სფეროს ექსპერტი არ არის.

ვაშაძის თქმით, ეს იყო შეურაცხმყოფელი განცხადება.

„ქართული სამართლის ჭრა-კერვა პოლიტიკური მიზნებისთვის, აი, ეს არის კობახიძის ხელწერა ქართულ სამართლებრივ სისტემაში.

„ქართული ოცნება” ჩამოყალიბებულია მატყუარათა ერთობლიობად, თავი შეირცხვინეს მთელ დასავლურ სამყაროსთან, იმ განცხადებების შემდეგ რასაც ისინი აკეთებენ, როგორ შეუძლია საქართველოს დაუახლოვდეს ევროკავშირს, რომ აცხადებენ 2024 წელს განაცხადს შევიტანთო, განაცხადი ახლაც შეუძლიათ შეიტანონ, მთავარია მიიღებს თუ არა მას ევროკავშირი,”- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში “ქართულ ოცნებას” ანტიდასავლური რიტორიკა აქვს, როცა პარტნიორების რჩევებს პასუხობს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მათი სუვერენული უფლებაა.

“ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, “ქართული ოცნება” გახდა ანტი დასავლური, ანტი ევროპული რიტორიკის მთავარი აპოლოგეტი, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის სტანდარტი მისთვის სტანდარტი არ არის, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი და საქართველო წინააღმდეგობაში მოდიან თურმე ერთმანეთთან, რადგან საქართველოს სუვერენული უფლებაა რაღაც ქმედების ჩადენა, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა, ევროკავშირის წევრობა თუ ამ ჭაობში, პოსტ საბჭოთა სივრცეში დაკარგული სახელმწიფოს კვაზი სუვერენიზმი. „ქართული ოცნება” არის ანტიდასავლური რიტორიკის მთავარი აპოლოგეტი დღეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავლის თბილისი იყოს უკეთესი თითოეული ადამიანისთვის
შემდეგი სტატიასამადაშვილი წულუკიანს – მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, ალბათ, არც ის გაგვიკვირდება, რომ კალმები აეცალა მწერლებისთვის