ვაშაძე – ომი რუსეთმა დაიწყო, ქართული მხრიდან საპასუხო ცეცხლი ნამდვილად იყო გახსნილი

ჩემი პოზიციაა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, ქართული მხრიდან საპასუხო ცეცხლი ნამდვილად იყო გახსნილი და ეს იყო სამართლებრივად სწორად გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ქართულ მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით არ გამოუყენებია რაიმე შეიარაღება.

ამასთან გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სერგი კაპანაძის განცხადებასთან დაკავშირებით გარკვეული ინტერპრეტაციებია გამოთქმული.

„ჩემი პოზიცია ასეთია, ომი რუსეთმა დაიწყო, ქართული მხრიდან საპასუხო ცეცხლი ნამდვილად იყო გახსნილი და ეს იყო სამართლებრივად სწორად გადადგმული ნაბიჯი. მათ შორის ცხინვალის მიმართულებით იყო ცეცხლი გახსნილი და ეს იყო სამხედრო ობიექტების და იმ მოწინააღმდეგის საჯარისო შენაერთებისთვის დისლოკაციის ადგილებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იარაღს იყენებდა. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით არ გამოუყენებია, არც ცხინვალში რაიმე შეიარაღება. კასეტურ ბომბებს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც თავდაცვის სამინისტროს გაკეთებული აქვს განცხადება ჯერ კიდევ 2009-2010 წლებში, სადაც ნათქვამია, რომ კასეტური ბომბების გამოყენების რამდენიმე შემთხვევა იყო, ოღონდ, მხოლოდ სამხედრო ობიექტებთან მიმართებაში. ვფიქრობ, სერგი კაპანაძის განცხადებასთან დაკავშირებით გარკვეული ინტერპრეტაციებია“, – აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტის პასუხი ცნობილია
შემდეგი სტატიაცერცვაძე – მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი, თვითმიზანიც გახდა, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს