ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

გიორგი ღიბრაძე – მიმდინარე კვირას,ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები; ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები

საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ვაქცინაციის გაფართოების საკითხი, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

„ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა, ისევე, როგორც უქმე დღეების გამოცხადება, მობილობის მაქსიმალურად შემცირებისკენ იყო მიმართული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხვედელიანი: ნიკა მელია გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლითაც ხელს შეუწყობს ოპოზიციის ერთიანობას
შემდეგი სტატიამიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში ერთვებიან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები