ვანო მაჭავარიანი: ელისაშვილი რასაც საუბრობს, ამას რეალური საფუძველი აქვს

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი, შეწყალების პროცესში მაღალი თანამდებობის პირების საეჭვო აქტიურობის შესახებ საუბარობს და პრეზიდეტის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდს იხსენებს. მაჭავარიანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი საკითხზე ინფორმირებული იყო და გამოთქვამდა ეჭვს იმ პირების მაღალი ჩართულობის გამო, ვინც დღეს მისივე თქმით თავს იმართლებს.

„პრეზიდენტთან მუშაობის დროს მე მსმენია იმ გადაჭარბებული, ზედმეტი აქტიურობისა იმ პიროვნებებისგან, რომელიც დღეს თავის მართლების რეჟიმში იმყოფება, როგორც პრეზიდენტისაგან, ისევე ადმინსტრაციის უფროსისგან, ვფიქრობ, ეს იყო საკმაოდ შემაწუხებელი. ელისაშვილი რასაც საუბრობს, ამას რეალური საფუძველი აქვს,“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშირეფინანსირების განაკვეთი 8.0 პროცენტამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს