ვალერი ხაბურძანია: გუშინ ერთ ოდესელთან ვივახშმე და სააკაშვილის ამბავი ვკითხე

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

“გუშინ ერთ ოდესელთან ვივახშმე და სააკაშვილის ამბავი ვკითხე, დანანებით მითხრა მთელი ოდესა მიშას ცოლს სანდრას ვგულშემატკივრობდით არჩევნებში და ვერ გაიმარჯვაო (ოდესის ტელევიზიები მორბენალი სტრიქონებით გადმოსცემდნენ თურმე არჩევნების შედეგებს).

მე ვკითხე ასე გიჟდებით სააკაშვილზე რომ საქართველოშიც მაგის პარტიას უჭერდით მხარს-მეთქი? არა, ვერ მიხვდიო, მიშამ თქვა თუ ჩემი ცოლი (ალბათ პარტია) გაიმარჯვებს საქართველოში მივდივარო და მეტი უკეთესი გზა მაგის მოცილების როდის გამოჩნდებაო”, – წერს ხაბურძანია.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, დასავლურ ერებთან ინტეგრაციის მისწრაფება შეინარჩუნოს”
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ