ვახტანგ ყოლბაიას განცხადებას ავრცელებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 18:01

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებას ავრცელებს

ვახტანგ ყოლბაია: აუცილებელია ენგურის ხიდზე ამოქმედდეს საერთაშორისო კონტროლის მექანიზმიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადება სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით

სირიის ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, საქართველოს ამ ძირძველი კუთხეების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.
სირიის რეჟიმის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის მიერ რუსეთიდან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამ ფაქტით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში ილუზიების შექმნას ცდილობენ.
ეს არის რუსეთის მანიპულირებადი რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევისა, რასაც ადეკვატერი ქმედებები მოყვება საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არც დღეს, არ ხვალ და არ მომავალში ამ ე.წ. აღიარებას არანაირი მომავალი არააქვს“ -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 18:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics