“უზურპატორების დამხობაზე” ნიკა გვარამიას პოსტის საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს

“უზურპატორების დამხობაზე” ნიკა გვარამიას პოსტის საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა უთხრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის გენერალურ დირექტორს მაგისტრი მოსამართლის წინაშე, მოწმის სტატუსით კითხავენ. პროკურორის თქმით, გვარამიას კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი დაუსვამს.

“საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო. შესაბამისად, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ” – ამბობს პროკურორი.

banner
წინა სტატიაში“ბოდიშზე არ არის ლაპარაკი, ​კოსაჩოვთან შეხვედრაზე გავრილოვის ინციდენტის გამო წუხილი გამოვთქვი”
შემდეგი სტატიაგაუპატიურებაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა