უფასო სასადილოებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძე პროკურატურაში მივიდა – ის ნარმანიას დაკითხვას ითხოვს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2017 18:40

უფასო სასადილოებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძე პროკურატურაში მივიდა – ის ნარმანიას დაკითხვას ითხოვს

„სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პროკურატუდაში მივიდა. ვაშაძე უწყებას უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მოპოვებულ მასალებს გადასცემს. მისი თქმით მისი პარტიის სოციალურ საკითხთა ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ ყოველწლიურად, 8-9 მილიონი ლარი არამიზნობრივად იხარჯება და პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართაგან სერვისით მხოლოდ ნახევარი სარგებლობს. ვაშაძის განცხადებით ადგილი აქვს მასშტაბურ კორუფციულ სქემას:
„პროკურატურას ყველა მტკიცებულება უნდა მივაწოდოთ, რათა დაისაჯონ ისინი, ვინც ადამიანებს საჭმელს პარავენ. უპრეცედენტო შემთხვევაა აქ რომ დამიბარეს და იმედი მაქვს, გამოძიებაც დაიწყება.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ, მისი თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას დაკითხვაც.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 17, 2017 18:40