უნდა ვეძებოთ ის რაც გვაერთიანებს და არა ის რაც განგვასხვავებს – დავით უსუფაშვილი

„საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა, ყველა გარდა ერთისა ლაპარაკობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში პროპორციული არჩევნების მობრუნება და დაბრუნება“, – ამის შესახებ „შენების“ მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა TV პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„საქართველოში ისეთი კრიზისია, რომ ამ ვითარებაში ჩვენ უნდა ვეძებოთ ის რაც გვაერთიანებს და არა ის რაც განგვასხვავებს, ამ ორ აქციას აქვს პრაქტიკულად იდენტური მოთხოვნები და ამიტომ მგონია ამაზე ჯობს დღეს აქცენტის გაკეთება. თავისთავად რატომ არის ორი აქცია, ამას აქვს თავისი წინაპირობები და ამის სიღრმეში ჩასვლა ჩემი მხრიდანაც არასწორი მგონია. მთვარია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა, ყველა გარდა ერთისა ლაპარაკობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში პროპორციული არჩევნების მობრუნება და დაბრუნება, და რაც ყველაზე პარადოქსალურია და რაც მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური მოვლენაა, ის ერთი პოლიტიკური ძალაც, რომელიც დღეს ამაზე არ თანხმდება სამი დღის წინ იყო თანახმა და ოთხი თვის წინ თავად შემოგვთავაზა გარკვეული მოდელი პროპორციული არჩევნების“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორი პარლამენტთან 15:00 საათზე იკრიბებიან. „პატრიოტთა ალიანსი კი აქციას რესპუბლიკის მოედანზე გამართავს.

როგორც ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას რესპუბლიკის მოედანზე, „ქართული მარში“ შეუერთდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერებმა პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს
შემდეგი სტატიაყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდეს – გიგა მაქარაშვილი