“უნდა მივულოცოთ კალაძეს, რომ იგი აღმოჩნდა თიბილოვის კომპანიაში”

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ „გაზპრომი“ მოლაპარაკებას იწყებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან.

ამის შესახებ შარაშენიძემ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონით თიბილოვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობის და „გაზპრომის“ თანამშრომლობა სახიფათოა.

“უნდა მივულოცოთ კალაძეს, რომ იგი აღმოჩნდა თიბილოვის კომპანიაში. ეს სამწუხარო რეალობაა. რა თქმა უნდა, თიბილოვს და ე.წ. სამხრეთ ოსეთ არავინ არ ეკითხება, რუსეთი რასაც მოისურვებს იმას გააკეთებს ამ ტერიტორიაზე. თუმცა ამან უნდა დაგვაფიქროს, რასთან გვაქვს საქმე. თუნდაც დაუშვათ, რომ „გაზპრომი“ უფრო იაფად გვაძლევდეს გაზს, ვხედავთ, რომ ამას ძალიან ბევრი ხაფანგი მოყვება. ერთერთი ხაფანგი არის სწორედ ის, რომ „გაზპრომი“ იწყებს მოლაპარაკებას იმ “ქვეყნის მთავრობასთან”, რომელიც სცნო მხოლოდ რუსეთმა და რომელიც არის ჩვენი ტერიტორია. მე არ მაქვს ილუზია, რომ ამის მერე შეწყვეტს კალაძე მოლაპარაკებას გაზპრომთან”, – განაცხადა შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშისაყოველთაო ჯანდაცვით 2013 წლის 1-ელ ივლისამდე კორპორაციული დაზღვევის მქონე პირებიც ისარგებლებენ
შემდეგი სტატია,,სავალალოა, რომ საქართველოს მთავრობა “გაზპრომთან” თანამშრომლობს”