უკრაინის საგარეო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ

უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყონ და მესამე პრეზიდენტი მულტიფუნქციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
უკრაინული მხარე მიმართავს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, საგარეო აღნიშნავს, რომ უკრაინის საელჩოს დიპლომატები დასტურს ელოდებიან, რათა მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ. მათი ინფორმაციით, თანამშრომლები ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან, ასევე მესამე პრეზიდენტის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.

“უკრაინა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და მის უკრაინაში დაბრუნებას”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა
შემდეგი სტატიამიქანაძე – მიხეილ სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება სრულფასოვნად იქნება რეალიზებული, როგორც კი განაცხადებს თანხმობას პროცესების პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებაზე, ან ონლაინ რეჟიმით მონაწილეობაზე