უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 227 ბავშვია დაღუპული

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 227 ბავშვია დაღუპული, 420-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 139, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 99, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 48, ლუგანსკის ოლქში – 45, მიკოლაევის ოლქში – 44, , ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 748 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 144 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 10 პირი
შემდეგი სტატიამელია – საეჭვოა, მოსკოვმა სერიოზულად განიხილოს “სამხრეთ ოსეთის” შემოერთების საკითხი, ამ ტერიტორიის შემოერთებით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს