უკრაინაში რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს

უკრაინაში რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, რომელშიც სახალხო დეპუტატი ანდრეი დერკაჩი შედიოდა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, დერკაჩმა უკრაინის სხვადასხვა რაიონში კერძო დაცვის სტრუქტურების შექმნა, რომელშიც შემდეგ უკრაინის სწრაფი ანექსიისთვის იქნებოდა გამოყენებული.

როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ მანამდე დაკავებულმა დერკაჩის თანაშემწემ იგორ კოლესნიკოვმა განაცხადა, დერკაჩი რუსულმა სპეცსამსახურებმა 2016 წელს გადაიბირეს. მასთან უშუალოდ რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუხოვი და მისი პირველი მოადგილე ვლადიმერ ალექსეევი ამყარებდნენ კავშირს. რაც შეეხება კოლესნიკოვს, ის რუსულ სპეცსამსახურს და დერკაჩს შორის კავშირს ამყარებდა და ფინანსური კურიერის როლს ასრულებდა.

დერკაჩმა ამ მიზნებისთვის რამდენიმე თვეში ერთხელ რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსგან 3-4 მლნ აშშ დოლარს იღებდა.

კოლესნიკოვმა უკრაინულ გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა და მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, კიევის აღების ოპერაციის დროს სპეცრაზმის ორი ბრიგადა და სხვა სპეციალური ძალები გამოიყენებოდა. ისინი უკრაინაში ბელარუსის მხრიდან შევიდნენ, საიდანაც კიევისკენ დაიძრნენ, უკრაინის დედაქალაქში კი სამთავრობო კვარტალი უნდა აეღოთ და უმაღლეს რადაში სხდომა ჩაეტარებინათ, რომელიც ახალი მთავრობის შექმნას მხარს დაუჭერდა. მხოლოდ უკრაინული ძალების წინააღმდეგობამ რუსეთის სპეცსამსახურების ეს მიზნები ჩაშალა.

თავად დერკაჩის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვცრელდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში
შემდეგი სტატიაესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარია კალასს ნატო-სთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს, თავდაცვის უწყება ბრალდებას უარყოფს