უგულავა: არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთშიც არ ხდება, რომ სასამართლოზე მოსვლა უნდა პატიმარს და უარს ეუბნები

გიგი უგულავა, რომელიც ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან გააძევეს აცხადებს, რომ  სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის საჯაროობასთან და მიხეილ სააკაშვილის დასწრებასთან დაკავშირებით და ამაზე მისი რეაქციის შემდეგ გამოაძევეს.

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ სიგნალი აწიოს და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია. „პირველი არხის“ ჟურნალისტმა განუმარტა და უთხრა, რომ ამ მასალის ტარებას და შემდეგ გაშვებას უნდა დრო, შეუძლებელია, მაგრამ მოსამართლისთვის მთავარი არის პროკურორის მითითება. პროკურორმა ჯარჯიმ უთხრა – არა, ესე იგი, არა. ამასთან, ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთშიც არ ხდება, რომ სასამართლოზე მოსვლა უნდა პატიმარს და უარს ეუბნები“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოხდეს სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესებში
შემდეგი სტატიამდინარაძე – არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა