( video) აფხაზეთში უძრავის ქონების გაყიდვის შესახებ დაპირპირება პიკს აღწევს

აფხაზეტის დე-ფაქტო პარლამენტში, სახელმწიფო მშენებლობისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტში, საცხოვრებელი შენობების დაცვის შესახებ სხდომა გაიმართა, რომელსაც დიდი ხმაური მოყვა. სხდომაზე უნდა განეხილათ საკითხი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით. სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდა და მას ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად ახალგაზრდები დაესწრნენ, რომელთა ინიციატივას, სხდომა ვიდეოზე გადაეღოთ, დიდი უკმაყოფილება მოყვა. საკითხის განხილვას ესწრებოდნენ დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატები. მათ, პრესას და საზოგადოებას სთხოვეს, უფლება მიეცათ კომიტეტისათვის დახურულ რეჟიმში გაეგრძელებინა მუშაობა. საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ კომიტეტის 5 წევრიდან მხოლოდ ორმა უყარა კენჭი უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის უფლებას – სერგეი შამბამ და რობერტ იაილიანმა, ასლან კობახია და იური ზუხბა წინააღმდეგ გამოვიდნენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი აგრბამ თავი შეიკავა. ამდაგვარად, კომიტეტმა დე-ფაქტო პარლამენტს რეკომენდაცია არ მისცა კანონპროექტის მიღებაზე, რომელმაც აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა უნდა დაარეგულიროს.

https://youtu.be/MkkuYCXlf68

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: “არ დაგოიმდე ამომრჩეველო”
შემდეგი სტატიარაულ კასტრო: ქვეყანას მოხუცები არ უნდა მართავდნენ