წვევამდელების რეფორმისთვის ყველა რაიონში ფრონტ-ოფისის გახსნა გვინდა — ირაკლი ღარიბაშვილი

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2019 14:49

წვევამდელების რეფორმისთვის ყველა რაიონში ფრონტ-ოფისის გახსნა გვინდა — ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს, 30 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების მთავარ პრიორიტეტად ჯარისკაცებზე ზრუნვა დაასახელა. მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ახალი იდეა გააჟღერა, რაც მისივე თქმით, წვევამდელების რეფორმას ითვალისწინებს:

“გვინდა დავამუშავოთ იდეა, რომელიც ითვალისწინებს ერთგვარ ფრონტ-ოფისის გახსნას ყველა რაიონში. ეს საწყისი იდეაა და ამაზე გვექნება კონსულტაციები მთავრობის ფორმატში, რომელიც ითვალისწინებს წვევამდელების რეფორმას”.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და უკვე გაჟღერებულ ინიციატივაზე, სამხედრო მრეწველობის შესახებ:

“ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სამხედრო მრეწველობის მიმართულება, ასევე, ადგილობრივი წარმოების დაწყება. ასევე, წარმოგიდგენთ მნიშვნელოვანი იდეას, რეფორმების და განათლების მიმართულებით. ჩვენ ზრდა გვექნება განათლების კომპონენტში და კიბერუსაფრთხოებაში”.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ერთ- ერთი მთავარი მიზანი, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება:

“ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ 2020 წელს მაქსიმალურად გავშალოთ ფრონტი და თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყოთ განახლება სამხედრო ბაზების, ყაზარმების, სველი წერტილების, სასადილოების თუ სხვა. მეორე მიმართულება იქნება ჯარისკაცების ეკიპირების გაუმჯობესება – ჩაცმულობა, ფეხსაცმელები და სხვა. კვება გახდება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს… მინდა ვთქვა, რომ ხელფასების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული და მომავალ წელს ხელფასები 20 მილიონი ლარით იზრდება, წოდებისა და რანგის მიხედვით 100-500 ლარამდე იზრდება”.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი განისაზღვრა 880 მილიონი ლარით, აქედან 25 მლნ ლარით დამატებით იქნება დაფინანსებული საბიუჯეტო სახსრებიდან. გასულ წელს იყო 820 მილიონი, 2020-ში იქნება 845 მილიონი.

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2019 14:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics