წულუკიანს სძულს ადამიანები, გასაგებია, სახეზე აწერია-ირმა ნადირაშვილი

წულუკიანს სძულს ადამიანები, გასაგებია, სახეზე აწერია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების წინაშე.

მის ამ სიტყვებზე რეაქცია ჰქონდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელმაც პირბადე ჩამოიწია.

„მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც ბაჩანა შენგელაიას მინისტრმა, რომელიც გვერდით გიზით, შეუჩერა საქმიანობა. გასაგებია, ქალბატონ წულუკიანს სძულს ადამიანები. გასაგებია, სახეზე აწერია მას. მაგრამ ის, რომ თქვენს სახელთან იყო რაღაცნაირად დაკავშირებული ის უბედურება, არ გეუბნებით, რომ ასე იყო, არ იყო ასე, ყოველ შემთხვევაში, კითხვები ხომ არსებობდა თქვენს სახელთან დაკავშირებით, ქალბატონი ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, – მიმართა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ გიორგი გახარიას.

banner
წინა სტატიაშიკახაძე გახარიას: რას ფიქრობთ აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებაზე?
შემდეგი სტატია“მთავრობა მუშაობს მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფებთან, რათა პოსტკრიზისული, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენის გეგმა იყოს რეალისტური”