წულუკიანი კულტურის მინისტრად დანიშვნაზე – ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მილოცვებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლადდანიშნული მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მილოცვის ნაცვლად უსამძიმრებენ, რაც ცოტა აბრაზებს. მისივე თქმით, ღიმილით უყურებს სამძიმარნარევ მილოცვებს.

“ჩემთვის უჩვეულოა ადამიანების რეაქციები. როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს. მეუბნებიან: “შენ ესენი კულტურის სფეროს ადამიანები პატიმრები არ გეგონოს, ესენი უფრო რთული ხალხია”, ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომ, უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მოლოცვებს. მეუბნებიან: “შენ ამას ვერ იზამ, ამდენი წელია, ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ”. ბოლოს, ეს ყველაფერი გადადის ხუმრობებში”, – თქვა წულუკიანმა იმედთან.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 330, იმერეთში – 67, შიდა ქართლში – 57
შემდეგი სტატიაჯინ შაჰინი – იმედი მაქვს „ქართული ოცნება“ მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა