წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 45.64% შეადგინა – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად 20:00 საათზე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით მთელ საქართველოში 1570500 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 45.64%-ია. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 43.4 % შეადგინა. 20:00 საათის მდგომარეობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა იყო 43.31%.
ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და მნიშვნელოვან ინციდენტებს ადგილი არ ქონია, გარდა ცალკეული პროცედურული დარღვევებისა.

banner
წინა სტატიაში“თუ ფიქრობთ, რომ მე მომწონს, რაც გამოვაქვეყნეთ, ცდებით”- ნიკა გვარამია ეგზიტპოლის შედეგებზე
შემდეგი სტატიაარჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნება სავარაუდოდ ღამის 2 საათიდან დაიწყება – ცესკო