წინასაარჩევნოდ, სენსაციური კომპრომატების გავრცელებას პროგნოზირებენ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განცხადებით, მას არ ახსოვს არჩევნები, რომელიც მშვიდად ჩატარდა.

მისი თქმით, მთავარია, რომ ამ დაპირისპირებამ არ მიიღოს ტოტალური ხასიათი, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” რესურსების გათვალისწინებით, გორგილაძე მსგავსს არაფერს ელის.

“ბიძინა ივანიშვილის წერილშიც ჩანს ნათლად, რომ მისთვის საარჩევნო პროცესის სასურველი დრამატურგია უნდა წარიმართოს ორ ძალას შორის. ეს არის “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. მკვეთრად ახდენს არტიკულაციას იმაზე, რომ ეს არჩევნები არის ბიპოლარული. ქმნის მიზანმიმართულად “მტრის ხატს”, ესეც ტრადიციული საარჩევნო კამპანიის ფორმატია – უნდა იყოს კეთილი და ბოროტი ძალა. შემდგომი სცენარი, ჩემი აზრით, წარიმართება “ნაციონალური მოძრაობის” დემონიზაციის ეგიდით”, – განაცხადა გორგილაძემ.

წინასაარჩევნოდ, გორგილაძე მსგავსი სცენარის განვითარებას ელის, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო.

“ალბათ იქნება მძაფრი, ნეგატიური კამპანია, კომპრომატების ომი, სენსაციური კომპრომატების გავრცელება, მხატვრული ხრიკი, მათ შორის, ხაინდრავას ფილმების ციკლი, შესაძლებელია ვიხილოთ სხვა მუსიკალური კლიპები. ამდენად, ამ დაპირისპრებას ვერავინ გამორიცხავს. კიდევ ერთხელ უნდა გამოვთქვათ იმედი, რომ არ იქნება შეტაკებები და ეს არ გადაიზრდება სისხლიან დაპირისპირებაში”, – განაცხადა გორგილაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” ელენე ხოშტარია ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა