წინასაახალწლოდ უმუშევრად დარჩენილი შმაქსისტები – მძღოლები შსს-სთან აქციას მართავენ და ჯარიმების გაქუმებას ითხოვენ

“შმაქსის” მძღოლების პროტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან – მძღოლების თქმით, ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო. აქციას “გირჩიც” უერთდება. შმაქსისტების მთავარი მოთხოვნა ჯარიმების გაუქმებაა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საკრებულომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლი ჩუმად დააკორექტირა, რომლის მიხედვითაც ახლა ტაქსის ნიშანთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენებაც აიკრძალება. ათეულობით ტაქსისტი სწორედ ამ დადგენილების ჩასწორების საფუძველზე დააჯარიმეს.

ეს ცვლილება დადგენილებაში შეიტანეს ჩუმად და ნებისმიერი ნიშანი,რომელიც ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ გავს ტაქსის ნიშანს, შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი და ახლა ამ წინასაახალწლოდ დაერივნენ შმაქსისტებს. ვითხოვთ პირველ რიგში მაგ ჯარიმების გაუქმებას და მეორე, ამ რეგულაციების საერთოდ ჩახსნას.- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

“შმაქსისტები” ერთთვიან ვადას ითხოვენ იმისთვის, რომ ახალი ლოგო დაამზადონ განსხვავებული ტრაფარეტისთვის და განაგრძონ საგანმანათლებლო საქმიანობა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძემ სინდისის ყველა ძარღვი ამოიგლიჯა – ნათელაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს