წერეთელზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

banner
წინა სტატიაშისაკონტროლო გასროლით მოკლული ირაკლი კეკელიას ცხედარს პოლიცია სამი დღეა, რიონში უშედეგოდ ეძებს
შემდეგი სტატიათავდასხმა ბიზნესმენზე – ოზურგეთის რაიონში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს