წალენჯიხაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია

walenjixaწალენჯიხაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია. როგორც “თაიმერს” ქალაქის გამგეობაში განუცხადეს, უხვი ნალექისაგან ინტენსიურად იწმინდება ქალაქის ცენტრალური სავალი ნაწილები, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. ქალაქის შესაბამისი სამსახურების პარალელურად, გზებზე შეუფერხებელ მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ. ქალაქის უბნებში შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებიან თოვლის გაწმენდაში. გამგეობა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

თუ როგორ შეხვდა წალენჯიხა ზამთარს ამას სხვა დროს მოგიყვებით და ასევე დავინტერესდებით, სტიქიური მდგომარეობის დროს  სად არის  200 ათასზე მეტი ღირებულების “გრეიდერი”, რომელის 2013 წელს მუნიციპალიტეტმა შეიძინა. გამგეობა დიდთოვლობის გამო შექმნილი ნებისმიერი დაბრკოლების დროს ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს: 591 41 77 18.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო შტაბის სხდომა გუბერნიაში – რა მდგომარეობაა რეგიონში [ბოლო მონაცემები]
შემდეგი სტატიათურქმა ჰაკერებმა რუსეთის კავშირგაბმულობის მინისტრის Instagram გატეხეს